არჩევნები

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი წინასაარჩევნო ბიულეტენს აქვეყნებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი წინასაარჩევნო ბიულეტენს აქვეყნებს. წინამდებარე დოკუმენტი ეყრდნობა 8 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი გუნდის ანალიზს, რომლებიც საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, წინასაარჩევნო კამპანიებს, პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიას და დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესებზე კოვიდ-19-ის გავლენას ადევნებენ თვალს. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ბიულეტენი.

NDI-ს საერთაშორისო გრძელვადიანი დისტანციური სადამკვირვებლო მისია თავის საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. ეს პროგრამა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მხარდაჭერით ხორციელდება.

ოქტომბრის მდგომარეობით, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) 49 პოლიტიკური პარტიისა და ორი საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიებს ამოწმებს. მაჟორიტარობის კანდიდატების ჯამური მონაცემების ანალიზი ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. 3 სექტემბერს პარლამენტმა სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილება შეიტანა და ამომრჩევლებზე ზეწოლის ან მათი იძულების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგელობა დააწესა. ეს პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა „ენდიაისთან“ საუბარში სხვადასხვა მხარეებმა აღნიშნეს, რომ მთავარი გამოცდა ამ წესების მიუკერძოებელი აღსრულება იქნება.

ამ ეტაპისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის ეფექტიანად და ვადების დაცვით ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები საკმაოდ გვიან შევიდა. მეტი ჩართულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ცესკო-მ თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგა. ის ორგანიზებას უწევდა ჩართულ მხარეებთან დისკუსიებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, კენჭისყრის დღეს პანდემიის გავრცელების შესაკავებლად გასატარებელი სპეციალური ღონისძიებები; ამასთანავე, რეგულარულად აქვეყნებდა სიახლეებს საკუთარ საქმიანობასა და საარჩევნო პროცესებზე. თუმცა, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი საარჩევნო კომისიების ყველა დონეზე არსებული დაუბალანსებელი შემადგენლობის გამო წუხილს გამოთქვამენ.

Loading…

7 ოქტომბრის მონაცემებით, ცესკო-მ 72 ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფი დაარეგისტრირა. ჩართული მხარეები პოზიტიურად აფასებენ სადამკვირვებლო სივრცის ასეთ მრავალფეროვნებას, თუმცა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ზოგიერთი სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც მიუკერძოებელი უნდა იყოს, სხვადასხვა პარტიასთან არის დაკავშირებული, ან საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის ხელის შეშლას ცდილობს.

ცესკო-ს განცხადებით, ახალმა წესებმა, რომლის მიხედვითაც, ბოლო საერთო არჩევნების დროს პარტიის მიერ დანიშნული პირების კომისიის მიუკერძოებელ (პროფესიული ნიშნით შერჩეულ) წევრებად დანიშვნა იკრძალება, 892 კანდიდატის დისკვალიფიკაცია გამოიწვია. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წესები წარსულში პარტიის წარმომადგენლის ან ცხადად გამოხატული პოლიტიკური კუთვნილების მქონე ადამიანების დანიშვნის შესაძლებლობას კვლავ იძლევა.

სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მთავრობის მზაობას, აღასრულოს რეგულაციები, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩევლების დაშინებასა და მოსყიდვას ეხება. სავარაუდო დარღვევები ძირითადად შემდეგი ტიპის შემთხვევებს მოიცავს: საჯარო მოხელეების მიერ მმართველი პარტიის კანდიდატების სასარგებლოდ კამპანიაში მონაწილეობა, საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ან სოციალური დახმარების მიმღებ ადამიანებზე ზეწოლა, რომ მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას, ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული დახმარების იმგვარად გაცემა, რომელიც, შესაძლოა, კამპანიის აქტივობად იქნას აღქმული. „ქართული ოცნება“ უარყოფს და დაუსაბუთებელს უწოდებს მსგავს ბრალდებებს, ზოგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში ეკონომიკური სირთულეების დაძლევისთვის პირდაპირი დახმარების გაცემა აუცილებელია“, – ნათქვამია დოკუმენტში.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

პანიკა «ქართულ ოცნებაში»-ივანიშვილის გუნდი ყველა შიდა მონაცემით არჩევნებს აგებს

Joni Kvaracxelia

ტრამპი იმეორებს არაჰუმანურ შენიშვნებს არალეგალი ემიგრანტების მიმართ და საუბრობს «შეჭრაზე»

Joni Kvaracxelia

სააკაშვილი პოლიტიკური წარსულია-კახა კალაძე

დატოვე კომენტარი