სოცქსელი

«ერთი რამ მინდა ვთქვა და იმედია, არავის ეწყინება»

«ნაციონალური მოძრაობის» წევრი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

«ერთი რამ მინდა ვთქვა და იმედია, არავის ეწყინება:

ოცნება ზუსტად ისეთია, როგორიც იყო შექმნისას. ის არ შეცვლილა. უკეთესი რომ ვერასდროს გახდებოდა (ივანიშვილის ფაქტორიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე), იმთავითვე ცხადი იყო, მაგრამ არც იმაზე უარესია, ვიდრე ჩასახვის მომენტში. პრობლემა ისაა, რომ ზოგი სანამ ფეხს არ ჩადგამს, მანამ ვერ ცნობს ქოცს (არადა, ასეთებსაც ერთი ხმა აქვთ არჩევნებზე).

ხოდა, იმ სვანური ანეკდოტის არ იყოს, ამას კი აღარაფერი ეშველება, მაგრამ მომავალში: (1) ცოტა უფრო მეტად ვენდოთ იმათ, ვინც ქოცი მასში ფეხის ჩაუდგმელად იცნო; (2) ცოტა ნაკლებად ვენდოთ (წინ მაინც ნუ დავიყენებთ) იმათ, ვინც ქოცის ხიბლი მხოლოდ ემპირიულად, უსიამოვნო გამოცდილების შედეგად შეიმეცნა; და (3) დიაგნოზი დავუსვათ იმათ, ვინც ქოცს პირადი ინტერესებით გამოეყო, მაგრამ არსებითად ქოცის ნაწილს წარმოადგენს, სადაც არ უნდა იდგეს დღეს.

გმადლობთ.»-წერს ზაზა ბიბილაშვილი

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

გია ხარჩილავა განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

«ჟურნალისტებო დაინტერესდით ასლან ჯიოევის ვინაობით, მისი მკურნალობის პროცესით ეს ადამიანი იღებდა მონაწილეობას ქართველი ჯარისკაცების წამებაში»

როგორ იცვლებოდა ლარის კურსი 2002 წლიდან 2014 წლამდე?

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი