განცხადებები

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე მეტად სააკაშვილის განცხადებები აზიანებს — გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი გორში ნაციონალური მოძრაობის დაზიანებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ინტერესი არ შეიძლება არსებობდეს, რადგან ეს მათი ხელისუფლების დროს ხდება. მაჭარაშვილის განცხადებით, ენმ-ს ყველაზე მეტად საკუთარი ქმედებები და მიხეილ სააკაშვილის განცხადებები აზიანებს.
«რაც შეეხება გორში ენმ-ის ოფისის დარბევას, ჩვენ არა ერთხელ ვთქვით, რომ ძალადობა ნებისმიერი მხრივ მიუღებელია. ან როგორ შეიძლება, რამე ტიპის ზიანი მიაყენო ნაციონალურ მოძრაობას, სადღაც გორში რაღაცა ოფისის დარბევით მაშინ, როდესაც თავად აყენებს ზიანს თავისი ბელადის განცხადებებით იქიდან, უკრაინიდან, ან აქ ისეთი დესტრუქციებით, რომელსაც აწყობებს პიკეტირებების სახით, ასე ურცხვად საქართველოს პარლამენტში. არ მგონია ამაზე მეტი ზიანის სურვილი ვინმე გააჩნდეს, მით უმეტეს ქართულ ოცნებას», — აცხადებს მაჭარაშვილი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«რუსთვი2»-ის ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე, არხის ახალი მფლობელი უარს ეუბნება

«ჩვენ გვჭირდება დიალოგი მოსკოვთან…პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის გარეშე არ გამოვა»-ადა მარშანია (ვიდეო)

«მათთვის მთავარ დაბრკოლებად საქართველოს საბოლოოდ განადგურების გზაზე ვრჩები მე»-მიხეილ სააკაშვილი ლავროვის განცხადებაზე

დატოვე კომენტარი