პოლიტიკა

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღები ცნობილია

ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან 25 ივლისამდე გაიმართება. სამაგისტრო გამოცდები 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება.
აღსანიშნავია რომ ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო სივრცეებს კონდიციონერით მხოლოდ სესიის დაწყებამდე გააგრილებენ. ის გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები და ჩაირთვება გაგრილების სისტემა. ასევე უწყებათაშორისმა საბჭომ განსაზღვრა წესები, რომლის მიხედვითაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება. NCDC-ის რეკომენდაციის მიხედვით, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR ტესტი და წარადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული.

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, რომ დასრულდეს უკანონო ოკუპაცია…»-აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

«მადლობას გიხდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის»-გიორგი გახარია ალიევს მიმართავს

ჯონ მაკკეინის მეუღლემ შესაძლოა სენატორის თანამდებობა დაიკავოს

დატოვე კომენტარი