ოკუპაცია/დევნილები

ერგნეთის შეხვედრები განახლდება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ხვალ, 5 მარტს, გაიმართება. ამ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცხინვალის ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს დააყენებენ. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული 5 მარტს ჩანიშნულ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე. საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გამოგონილი მიზეზებით განხორციელებულ უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ“, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიებული აღარ არის

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

Joni Kvaracxelia

დღე 59-ე. პირდაპირი ჩართვა რუსთაველის გამზირიდან

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი