მსოფლიოშისამხედრო

ერაყში დაღუპულთა რიცხვმა 13-ს მოაღწია

ერაყში, საპროტესტო გამოსვლებისას 24 ნოემბერს მოკლულების რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ერაყის სამთავრობო ძალებთან შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა ბასრის, ნასირიის, ნაჯაფის და დივანიიის პროვინციებში. დაიჭრა სულ მცირე 150 დემონსტრანტი. ბასრაში, სადაც ერაყის ნედლი ნავთობის 85% მოიპოვება, აქციის მონაწილეებმა საბურავები დაწვეს და ქალაქის მთავარი გზები გადაკეტეს. ბაღდადში პოლიციამ გზა გადაუკეტა დემონსტრანტებს, რომლებიც ცენტრალური ბანკისკენ მიემართებოდნენ.

უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ბუნდესლიგის თამაშებზე მაყურებელს დაუშვებენ

ეპიდსიტუაცია დიდ ბრიტანეთში

იტალიაში საკარანტინე შეზღუდვები მკაცრდება

დატოვე კომენტარი