covid-19მსოფლიოში

ეპიდსიტუაცია ბოლო 24 საათში საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში

მოსკოვში კორონავიურსით ბოლო 24 საათში 35 პაციენტი გარდაიცვალა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დედაქალაქში „კოვიდ-19“-ის შედეგად, საერთო ჯამში, 3796 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ეპიდემიის დროს ვირუსით დაინფიცირდა სულ 641 156 ადამიანი. მათგან 403 430 გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება აზერბაიჯანს აქ ბოლო 24 საათში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რვა პაციენტი გარდაიცვალა. ხოლო თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1374 ადამიანს დაუდგინეს. გარდაიცვალა 18 პაციენტი. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში ვირუსი სულ 198 613 ადამიანს დაუდგინდა. განუკურნა 171 809 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5115-ს შეადგენს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

„ასტრაზენეკას” ვაქცინით საქართველოში 4000-მდე ადამიანი აიცრა

roma sajaia

«მოდერნას» ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ 25-დან 37 აშშ დოლარამდე ეღირება

ლუკაშენკომ ძალოვნები დააჯილდოვა

დატოვე კომენტარი