პოლიტიკა

ენმ ოცნებისგან პროპორციული სიების აღდგენას ითხოვს

ფრაქცია «ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშიამ» პარლამენტში საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პროპორციული სიების აღდგენა მოითხოვა. მისი თქმით, თუ სამ ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატებს ჩამოართმევენ, პარლამენტში მათი ადგილები სხვა დეპუტატებმა უნდა ჩაანაცვლონ, რომლებიც პროპორციული სიით უნდა მოხდეს:

«ამ მანდატის ჩამორთმევა დიახ ნიშნავს გაგრძელებას ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების და ასევე შალვა ნათელაშვილს, რომელიც რეალურად მზად იყო თავისი პარტიის ინტერესები წარმოედგინა საქართველოს პარლამენტში. ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას, გავაგრძელებთ მუშაობას.

ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, რომ იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს მინიჭებული მანდატი, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რომელიც ქართველმა ხალხმა ზეწოლით, მაგრამ მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს. ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს», — განაცხადა დეკანოიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეებს დროებითი მოწმობით ტირში ან სასროლეთში იარაღის გადატანის უფლება მიენიჭათ

ნონა მამულაშვილს პარლამენტის წევრის სტატუსი პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა

ამერიკელი ექსპერტი, კრისტინა პუშაუ საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი