განცხადებები

ემიგრანტი სპორტსმენის სიცოცხლის გადასარჩენად ქართველები დახმარებას ითხოვენ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოდან იძულებით ემიგრირებულმა სპორტსმენმა ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს მიღო ძლიერი ტრამვა. ამჟამად ის სივდილს ებრძვის. მისი სიცოცხლის გადასარჩენად საფრანგეთში მცხოვრები ქართველები დახმარებას ითხოვენ.

«მოგმართავთ მთელ საქართველოს, კრივის ფედერაციას, საფრანგეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს! 
ეხლახანს სტრასბურგის კრივის კლუბ ,,კორონას» მწვრთნელისაგან არტემ აირაპეტიანისაგან მივიღე ინფორმაცია, რომ ორი კვირის უკან შეჯიბრებაზე პონ აუდემერის ნახევარფინალში ქართველ მოკრივე ბესარიონ ხუტუაშვილს ჰქონდა ორთაბრძოლა დილამონ ბრეგემონთან. 
ქართველმა მოკრივემ მიიღო თავის მძიმე ტრავმა, იქნა ჰოსპიტალიზებული რუანის სან მარტინის სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ნეიროქირურგიულ რეანიმაციაში. დღემდე კომაშია.
ყველა საქართველოს ჯარისკაცი და ყველა მოკრივე ჩემი შვილია, ჩემი შალვაა.
გთხოვთ საფრანეთში რუანში, ან მის მახლობლად მცხოვებთ, შეძლებისდაგვარად გამოიჩინეთ ყურადღება-მონახულეთ, მოიკითხეთ და ჩვენც გაგვაგებიეთ ამ ადამიანის მდგომარეობა. 
გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, რათა გადარჩეს 34 წლის სპორტსმენი.
MERCI MONSIEUR Artem AIRAPETIAN Artem Artak Airap» — ნათქვამია მიმართვაში.

«სპორტსმენი, მსოფლიოს პრიზიორი 2013 წლამდე მუშაობდა პილიციაში. მერე როგორც ასეულობით პოლიციელი და სამხედრო, პრორუსული მთავრობისგან დევნილი იძულებული გახდა თავისი ოჯახის გადასარჩენად დაეტოვებინა სამშობლო და საფრანგეთში ეთხოვა თავშესაფარი. საფრანგეთმა შეისწავლა მისი საკითხი და მას პოლიტდევნილის ათწლიანი სტატუსი მიანიჭა. ბესო ხუტუაშვილი არის სამი შვილის მამა. ორი ვაჟკაცი საფრანგეთში შეეძინა. მჯერა, ის გაიმარჯვებს, იცოცხლებს, კვლავ დადგება სამშობლოს სადარაჯოზე და საფრანგეთში დაბადებულ შვილებსაც მოკრივეებად და სამშობლოს დამცველებად გაზრდის» — წერს ემიგრანტი, გენერალი გოგი თათუხაშვილი.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ბაიდენმა განაცხადა, რომ მზადაა პირადად ჩავიდეს კიევში

Joni Kvaracxelia

«საქართველო განვითარდება, მაგრამ მთაწმინდა,ვაკე ვერას არაფერი ეშველება»-შალვა ნათელაშვილი

ჩოხატაური უნდა გახდეს ტურისტული ცენტრი-ირაკლი ღარიბაშვილი

დატოვე კომენტარი