განცხადებებისკანდალი

«ემზარ კვიციანს ქართველების სისხლი მართებს და არა აფხაზების და რუსების»-ირაკლი ფირცხალავა

ნორა კვიციანის შვილი დღესაც ამბობს, რომ არის „კანონიერი ქურდი“, ამ ადამიანს აქვს კრიმინალური მენტალიტეტი,ბაჩო არღვლიანმა გაიტაცა «წითელი ჯვრის»წარმომადგენელი.

კოდორის მოვლენების უშუალო მონაწილე, ირაკლი ფირცხალავა გაზეთ „ქრონიკა+“-სთან იმ პერიოდის მოვლენებს იხსენებს, როდესაც კოდორის ხეობაში მისი მონაწილეობით სპეცოპერაცია ჩატარდა. ფირცხალავას განცხადებით კოდორის ხეობა, როცა იქ ემზარ კვიციანი რწმუნებული იყო, წარმოადგენდა უკონტროლო ტერიტორიას.
თავად ფირცხალავა იმ დროისთვის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო:
„კოდორის ხეობა წარმოადგენდა ერთგვარ ანკლავს, უკონტროლო ტერიტორიას, სადაც იყო პოლიციის ძალიან მცირე ჯგუფი, ქვეგანყოფილება, მაგრამ ეს პოლიციის ქვედანაყოფი მაინც ახერხებდა იქაური სიტუაციის გაკონტროლებას. ეს რა თქმა უნდა არ აწყობდა ემზარ კვიციანს და მის დისშვილს, ყოფილ „კანონიერ ქურდს“- ირაკლი (ბაჩო) არღვლიანს. მათ გადაწყვიტეს ხეობიდან პოლიციის მოშორება. იყო მუქარა, შემდეგ უკვე ამ ბატალიონის წევრებმა პოლიციის შენობის წინ აჟარაში მოკლეს ერთი პოლიციელი, შემდეგ პოლიციის შენობიდან პოლიციელები გამოათრიეს და პანჩურებით გამოყარეს ხეობიდან.

კოდორის ხეობის მმართველობა თავის ხელში დამნაშავეთა სამყარომ აიღო. ის, რომ ეს ადამიანები კოდორის ხეობას იცავდნენ, ისტორიას ჩემთვის მსგავსი ფაქტები შემონახული არ აქვს.

ნორა კვიციანის შვილი დღესაც ამბობს, რომ არის „კანონიერი ქურდი“, ამ ადამიანს აქვს კრიმინალური მენტალიტეტი, რატომღაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ მიიჩნია, რომ ამ მენტალიტეტის გამოყენება შესაძლებელი იყო კოდორის ხეობის გასაკონტროლებლად, მაგრამ აბსოლუტურად უკუშედეგი მიიღო, ყველაზე ხმაურიანი იყო „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლების გატაცება. ისინი ჰყავდათ ხეობაში და შესაბამისად საკუთარ დისშვილთან, რომლის ბანდამაც გაიტაცა, მოლაპარაკებებს ემზარ კვიციანი მართავდა.

სუფრა არ მთავრდებოდა ისე , რომ ვინმე არ მომკვდარიყო, ძალიან ბევრი გვამია დღეს იქაც, მოწმეები ამბობენ რომ ეს ხალხი დახოცილია ავტომატით.

ემზარ კვიციანს , იმის მაგივრად, რომ მოეთხოვა , სამართალდამცველები შესულიყვნენ ხეობაში და სიტუაცია გაეკონტროლებინათ, ის ყოველთვის ხელს უშლიდა ამ პროცესებს.

როცა ჩვენ კოდორში შევედით, ხეობაში ვერ ვნახეთ მათ მიერ ლიკვიდირებული მტერი, ან რუსი დივერსანტი, ან აფხაზი. სამაგიეროდ , საკმაოდ ბევრი იყო სამართალდამცველთა გვამი.

ჩვენ გვქონდა ბრძანება, საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეულ უბანზე , დაგვემყარებინა წესრიგი და ჩაგვეტარებინა ანტიკრიმინალური ოპერაცია. ეს ძებნილები და კრიმინალები უნდა დაგვეკავებინა.

ხეობაში იყვნენ გვარები , რომლებიც ამბობდნენ , რომ საერთოდ არ მიუღიათ ჰუმანიტარული დახმარება, იმიტომ რომ დაპირისპირებული ვიყავით კვიციანის გვართანო. ჰუმანიტარულ დახმარებებს ყველაფერს იღებდა ნორა კვიციანი.

თუ ეს ადამიანები მოსისხლე მტრები იყვნენ აფხაზების ან რუსების, ასე იცავდნენ ამ ხეობას, დღეს ბაჩო არღვლიანი იქ ცხოვრობს კოდორში, თავის სახლში, ემზარ კვიციანი არღვლიანთან ერთად ჯერ სოხუმში იყო, მერე სოჭში, მოსკოვში.

ძალიან აქტური ბიზნესპარტნიორობა ქონდათ ამ ოჯახსა და აფხაზებს ერთმანეთთან. ჰუმანიტარული ტვირთი გადიოდა აფხაზეთში ხეობიდან. ხე-ტყის ბიზნესი ერთად ჰქონდათ. იქიდან კონტრაბანდული სიგარეტი შემოჰქონდათ. არავითარი მოსისხლე მტრობა კვიციანებსა და აფხაზებს შორის არ ყოფილა.

თუ ვინმეს სისხლი მართებს ემზარ კვიციანს , მართებს ქართველების და არა აფხაზების და რუსების.»- აცხადებს პოლიციის პოლკოვნიკი, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა.

წყარო «ქრონიკა+»

Loading…

მსგავსი პოსტები

«რა უნდა გაკეთდეს რომ ადამიანებს გაუადვილდეთ იზოლაცია, ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა?»-ლაშა ბაქრაძე

ტურისტული კომპანია, „Traveler GE“, როელსაც მგზავრები გადაჰყავდა, შატილში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

თუ სააკაშვილს დააკავებენ ქუჩაში გავალ -თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი