ანალიტიკაპუბლიკაციები

ეკონომიკური კრიზისი და დიდი დეპრესია

ისტორიაში ცნობილი მრავალი ეკონომიკური კრიზისიდან, შეიძლება გამოვარჩიოთ რამდენიმე, რომლებმაც მნიშვნელოვნად იმოქმედა ეკონომიკაზე.
ასეთად შეიძლება ჩაითვალოს პირველ და მეორე მსოფლიო ომების შემდგომი კრიზისები. პირველი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იყო 1857 წელს. ყველაზე ღრმა, ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მოხდა 1929-1933 წწ. რომელმაც შეარყია კაპიტალიზმის მსოფლიო ეკონომიკური სისტემა.1933 წლისთვის 32 დასავლურ ქვეყანაში 30 მლნ. უმუშევარი იყო. აშშ-ში კი 14 მლნ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მეორე მსოფლიო ომის დროსაც განმეორდა, თუმცა ისინი გაცილებით ნაკლებად მწვავე იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი უმუშევრობის დონემ 2008 წლის ზაფხულში მიაღწია აშშ-ში, რომელიც შემდგომში გადაიზარდა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში. ამ პერიოდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით მსოფლიოს უმსხვილესმა ეკონომისტებმა გლობალურ კრიზისთან საბრძოლველად 10 ტრილიონი დოლარი დახარჯეს. რაც შეეხება დიდი დეპრესიის მიზეზთა კვლევას, ეკონომისტები, ისტორიკოსები და პოლიტიკური მეცნიერები მიზეზთა მრავალ თეორიას ასახელებენ. საერთო მოსაზრებით დიდი დეპრესიის მიზეზი ძირითადად მთავრობის მიერ მონეტარული პოლიტიკის არასწორი მართვა გახდა.

ბექა კორკელია

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

წმინდა ქეთევანის მადლი გფარავდეთ!

Joni Kvaracxelia

«არ შეიძლება სახელმწიფოს მმართავდნენ კრიმინალები, სკოლის მოსწავლის დამტერორებელნი. თუნდაც ეს ინფორმაცია იყოს ვარაუდის დონემდეც»

იერუსალიმიდან მოგმართავთ

დატოვე კომენტარი