მსოფლიოში

ეკვადორის ყოფილ პრეზიდენტს ქრთამის აღებისთვის გაასამართლებენ

ეკვადორის ყოფილი პრეზიდენტი რაფაელ კორრეა, მისი მოადგილე ჟორჟ გლას და 2012-2016 წლებში ქრთამის აღების საქმეში 24 ბრალდებულიდან კიდევ 19 სასამართლოში წარსდგებიან.

მოსამართლეთა კოლეგიის 9ნ საათიანი სხდომის შემდეგ იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება. მოსამართლეების განმარტებით, წარმოდგენილია 837 მტკიცებულება, რაც რთული კრიმინალური სქემის მტკიცებულებას წარმოადგენს.

პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო კონტრაქტების სანაცვლოდ, კერძო მეწარმეებისგან მიღებული ქრთამის განკარგვის მიზნით, შეიქმნა რთული კორუფციული სტრუქტურა პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და მთავრობის მინისტრების დონეზე.

გავრცელებული ინფორმაციით, 2012-2016 წლებში «კორუფციის საქმის» ფარგლებში სახელმწიფოსთვის ზარალის ოდენობა 7 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად ეკვადორის ფარგლებს გარეთ იმყოფება. გასული წლის ნოემბრის დასაწყისში, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორრეამ სავარაუდოდ თავშესაფარი მოითხოვა ბელგიის ხელისუფლებისგან, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ თავად ყოფილმა პრეზიდენტმა უარყო ეს ინფორმაცია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

23 აგვისტო — უკრაინის სახელმწიფო დროშის დღეა

ცუნამის საშიშროება ამერიკის შეერთებულ შტატებში

ისრაელი და ბაჰრეინი საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი