პოლიტიკა

ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში არ ჩატარდება

ევროპის საბჭოს მინისტერიალი, რომელიც უნა ჩატარებულიყო თბილისში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილებით, არ ჩატარდება. მინისტერიალის მასპინძლობა საქართველოს ევალებოდა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას, თუმცა, მინისტერიალის თბილისში ჩატარებამ პროტესტი გამოიწვია რუსეთის დელეგაციის გამო. კომიტეტის სხდომა სტრასბურგში გაიმართება.

მინისტერიალში, ტრადიციულად, მონაწილეობენ ევროსაბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს, ნახევარი წლით გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. მან ეს უფლებამოსილება საფრანგეთისგან გადაიბარა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

26 დეკემბერს მეორე «გირჩი» დაფუძნდება

ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო-საქართველოში აშშ-ის საელჩო

roma sajaia

«ბოკერია ხარ მკვლელი… «ქართული ოცნება» ხართ ლაჩრები..»-ადა მარშანია დეპუტატებს დაუპირისპირდა(ვიდეო)

დატოვე კომენტარი