არჩევნებიპოლიტიკა

«ევროპულმა საქართველომ» პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე წარადგინა

დღეს ქუთაისში «ევროპულმა საქართველომ» პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაზე წარადგინა,  პრეზიდენტობის კანდიდატი საზოგადოებას ამავე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ წარუდგინა.

დავით ბაქრაძე  საზოგადოებას  სამომავლო გეგმებზე ესაუბრა:

„დღეს აქ თქვენს თვალებში ვხედავ იმას, რაც ასე აკლია საქართველოს და რისი დაბრუნებაც იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. თქვენს თვალებში ვხედავ იმედს და რწმენას. იმედს იმისა, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს უკეთესი და რწმენას, რომ ჩვენ ბრძოლას აქვს აზრი. ეს უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, რომ ყველამ გაიგოს, ბრძოლას აქვს აზრი. თუ ჩვენ ვიბრძოლებთ, თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, აუცილებლად საქართველო წავა წინ და იქნება უკეთესი,“

„ამიტომ მე დღეს ვაცხადებ, რომ ჩემი ამოცანა არ იქნება კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლაც კი. მთავარი ამოცანა იქნება დავამარცხოთ უიმედობა, დავამარცხოთ გაჭირვება, დავამარცხოთ კითხვა, რომ არაფერი გვეშველება. აი, ეს უნდა დავამარცხოთ საქართველოში იმიტომ, რომ არ არსებობს, ჩვენ დავკარგოთ საქართველოს ხვალინდელი დღის იმედი. საქართველოს არასდროს არ ჰქონია ადვილი ხვალინდელი დღე. ჩვენი წინაპრები ყოველთვის იბრძოდნენ უკეთესი მომავლისთვის, ამიტომ არ მოხდება ისე, რომ ჩვენმა თაობამ, ჩვენმა გუნდმა ხელები ჩამოვუშვათ,“ — განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

უკრაინაში დეოლიგარქიზაცია დაიწყო

მთავარი არხის ოფიციალური განცხადება

რაზე ისაუბრეს ზელენსკიმ და ბაიდენმა?

roma sajaia

დატოვე კომენტარი