განცხადებები

ევროპული საქართველო ქვეყნის მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა შავგულიძის კანდიდატურას წარადგენს

დღეს, საპარლამენტო უმცირესობის, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებო განცხადებით მიმართა საზოგადოებას. მისი თქმით: «როგორც ჩანს ხელისუფლების განზრახვაა დახურულ კარს მიღმა გადაწყდეს თუ ვინ იქნება საქართველოს მთავარი პროკურორი… ჩვენი მიზანია დავამსხვრიოთ მსგავსი სისტემა როცა დახურულ კარს მიღმა ხდება დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე. სრულიად სოლიდარულები ვართ ზაზა სარალიძისა და იმ საზოგადოების, რომელიც ამ დღეებში დგანან მიტინგზე მოთხოვნით, რომ უნდა დაინგრეს სისტემა. თუმცა როგორც საპარლამენტო ოპოზიცია ამ მოთხოვნებს დავამატებდით ჩვენს წინადადებას,  ქვეყნის მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა შავგულიძის კანდიდატურას».

შეგახსენებთ, რომ წუხელ ქართული ოცნების მთავარ ოფისში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა კონსულტაციები მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

არჩილ თალაკვაძის წერილი უკრაინელ კოლეგას

პაველ ჰერჩინსკი ირაკლი კობახიძეზე

«მუდმივად ცდილობდნენ, ქვეყანას სტატუსი არ მიეღო და 12 რეკომენდაციის შესრულებისას»-მათიკაძე ოპოზიციაზე

roma sajaia

დატოვე კომენტარი