განცხადებები

«ევროპაბეთი» სრულად უარს ამბობს გარე რეკლამაზე, ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში»

„პასუხისმგებლიანი თამაში — https://responsible.ge/ “ ევროპაბეთის ახალი პროექტია, რომლის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

რა არის პასუხისმგებლიანი თამაში? პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში, კომუნიკაციაში, საზოგადოების მიმართ – ეს არის მიმართულებები, რომლებიც ევროპაბეთმა თავისი საქმიანობის მთავარი ნაწილად აქცია.

2020 წლის იანვრიდან ევროპაბეთი მომხმარებლებს ახალ ონლაინ ხელსაწყოებს შესთავაზებს და ეს ქართულ სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლიანი თამაშის ახალ სტანდარტს დანერგავს:

— რეალობის შემოწმების შეტყობინება
— თვითშეფასების ტესტი
— მოთამაშის რჩევები
— მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის 24/7
— პრობლემური მოთამაშეების თერაპია
— გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია

2019 წლიდან ევროპაბეთი, ეტაპობრივად, უარს ამბობს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი. კერძოდ:

— კომპანია სრულად უარს ამბობს გარე რეკლამაზე
საათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში
— ინტერნეტრეკლამაში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა

საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოახმაროს. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. Კერძოდ:

• პასუხისმგებლიანი თამაშის შესახებ ცნობადობის გაზრდა
• სპორტის განვითარება
• ონლაინ მედიის განვითარება
• სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები
• ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება»-აღნიშნულია ტოტალიზატორ «ევროპაბეთის» განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«არავინ გაიძულებთ, რომ არჩევანი გააკეთოთ ღმერთსა და ავადმყოფობას შორის ღმერთსა და ვირუსს შორის»-მეუფე გრიგოლი

«საქართველო რომ არ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ავტოკეფალური, ჩვენ არ ვიცი ვინ ვიქნებოდით»-სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება

ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს, ასე რომ შეგვიძლია წყნარად ვიყოთ-პაატა იმნაძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი