მსოფლიოში

ევროკავშირი მთიან ყარაბაღს სამ მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად სამ მილიონ ევროს გამოყოფს.

როგორც ბრიუსელში განაცხადეს, ეს თანხა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაიხარჯება.

„ევროკავშირი კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების გვერდით დგას. მივესალმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, თუმცა შეშფოთებულები ვართ ჰუმანიტარული სიტუაციის გამო, რომელშიც აღმოჩნდნენ დაუცველი იძულებით გადაადგილებული ადამიანები, რაც დაკავშირებულია ზამთრის სეზონთან და კორონავირუსის პანდემიასთან. ჩვენ მიერ გამოყოფილი თანხა დაემატება 900 ათას ევროს, რომელიც რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ იყო გამოყოფილი“, – განაცხადეს ევროკომისიაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ სურდა ვლადიმერ ზელენსკის covid-19-ით დაინფიცირებულიყო

ერდოღანმა და ალიევმა შუშაში ურთიერთმოკავშირეობას ხელი მოაწერეს

მალე აშშ-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა ექნება

დატოვე კომენტარი