covid-19მსოფლიოში

ევროკავშირი, კორონავირუსისგან დაზარალებული წევრი ქვეყნებისთვის 500 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნებისთვის 500 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ფინანსური დახმარება სხვა მიზნებთან ერთად მიმართული იქნება კომპანიებისა და სამუშაო ადგილების გადასარჩენად. შეთანხმებული ფინანსური პაკეტი სამი ნაწილისგან შედგება. აქედან 240 მილიარდი ევრო გამოიყოფა სტაბილიზაციის ევროპული მექანიზმის (ESM) ფარგლებში კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული სახელმწიფოებისთვის. კიდევ 200 მილიარდი ევრო ევროპის საინვესტიციო ბანკიდან (EIB) კომპანიებისთვის კრედიტებისთვის არის გათვალისწინებული.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ირანში მორალის პოლიცია გაუქმდება – ირანის გენერალური პროკურორი

11 სექტემბრის ტერაქტს აშშ-ში 3000-მდე ადამიანი ემსხვერპლა-ტრაგედია რომელმაც მსოფლიო მოიცვა (ვიდეო)

მინსკში გრძელდება აქციის მოაწილეთა დაკავებები

დატოვე კომენტარი