განცხადებები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ოკუპირებულ ცხინვალს ახალგორთან დაკეტილი ე.წ. საზღვრის, რაც შეიძლება სწრაფად გახსნისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ: «ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია ახალგორის რაიონის მკვიდრის, ქალბატონ მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების შესახებ. ამ შემთხვევის გამო, მისიის ცხელი ხაზი არ გააქტიურებულა. ჩვენი ფიქრები მის ოჯახთანაა. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები აჩვენებს პოტენციურ გავლენას რომელიც ახალგორის ხეობაში გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს შეიძლება ჰქონდეს. «სამხრეთ ოსეთში», ახალგორის ხეობიდან ძირითადი გადამკვეთი პუნქტი, რომელიც — ჩვეულებრივ დღეში დაახლოებით 400 გადაკვეთას უზრუნველყოფდა, 5 სექტემბრის შემდეგ დაკეტილია. ამით ადგილობრივ მოსახლეობას ეზღუდებათ სწრაფი და სათანადო სამედიცინო დახმარების უფლება. ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ცხოვრების სხვა ასპექტებზეც. მისია ყურადღებით დააკვირდება მსგავს მოვლენათა განვითარებას მომავალშიც.»

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

„ვეღარ მიეჩვიეთ, რომ უკვე პრეზიდენტი ვარ? ნუ დარბიხართ, დადექით“-ზურაბიშვილი ჟურნალისტებს

შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია, წინ საქართველო!-საფრანგეთის ელჩი საქართველოში

ეპიდვითარება უარესდება-ამირან გამყრელიძე

დატოვე კომენტარი