სხვადასხვა

«დღეში ცხრაჯერ ვარ საცემი ჩემი ცოდვების გამო, მაგრამ თქვენ რა?»-მეუფე სპირიდონი

«ღმერთმა აუხილოს ყველას თვალები და დედა ეკლესიაში მოატრიალოს, ეს ვისურვოთ, თორემ ის, რომ მე ცოდვილი ვარ, კონკრეტული მღვდელი ცოდვილია, შენ ამის განკითხვა და ლანძღვა-გინება რამეს გიშველის? დაიღუპები. ვთქვათ ავად გახდი და სასწრაფო ოპერაცია დაგჭირდა, დაგაწვინეს პალატაში და გითხრეს, რომ ეს ქირურგი გიკეთებს ოპერაციას. შენ გამოიკითხე, რომ თურმე ზოგჯერ პაპიროსს ეწევა, ჩადის ცოდვიან საქმეებს, შენ რომ დაუწყო ეს კაცი ცოდვილია და ამას ოპერაციას არ გავაკეთებინებო, რა მოგივა? დაიღუპები. უცოდველ ქირურგს და უცოდველ ექიმს ვერ ნახავ. ასეა აქაც, უფრო მეტადაც. ეს მინდა გითხრათ, რომ ამით ჩვენს ცოდვებს კი არ ვათეთრებ, ჩვენ ცოდვილები ვართ, პავლე მოციქული ამბობს, ყველაზე მეტი ცოდვილი სამყაროში მე ვარო და მე რაღა მეთქმის, დღეში ცხრაჯერ ვარ საცემი ჩემი ცოდვების გამო, მაგრამ თქვენ რა? ჩვენ სამღვდელოება, რა თქმა უნდა, ცოდვილები ვართ»-განაცხადა სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ამბიონიდან ქადაგებისას.

Loading…

მსგავსი პოსტები

რუსთავში გაუჩინარებული 15 წლის გოგონა იპოვეს

„ბავშვებმა ბურთის მაგივრად ლეკვი აგორავეს და ურტყამდნენ ფეხს»

მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო

დატოვე კომენტარი