განცხადებები

«დღეს ხარობს ცა და ქვეყანა…წმინდა ნინო შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს»

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში  წირვა-ლოცვა აღავლინა და იქადაგა

«გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა ნინოს შემოსვლის 1700 წელს. დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდა ნინოს, რომელმაც იტვირთა მოქცევაი ქართლისაი. დიდება უფალს და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის. ეს ყველაფერი ღვთის წყალობით მოხდა. ჩვენთან არს ღმერთი. დღეს ზეიმობს მთელი საქართველო, დიდი საზეიმო წირვა აღესრულება მთელ საქართველოში.

ბოდბეში, თქვენ იცით, რომ აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. 1700 წელი დასჭირდა იმას, რომ აშენებულიყო ეს ტაძარი. თქვენ იცით, წმინდა ნინომ ააშენა წმინდა გიორგის ტაძარი, თანამედროვე საქართველომ ააშენა წმინდა ნინოს ტაძარი. წმინდა ნინო შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს», — განაცხადა ილია მეორემ

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს

«რა შარში ვარ ხაინდრავას გამოო»-პატიმრების შეწყალების სკანდალში გოგა ხაინდრავაც მონაწილეობდა?!»

2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს — დევიდ ბიზლი

დატოვე კომენტარი