სხვადასხვა

დღეს ელექტროენერგია დედაქალაქს შეზღუდვიეთ მიეწოდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

დიდუბის რაიონი – 00:00საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის და ბაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის, ტარიელის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და არაყიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, შუამთის, გოკიელის, ნამორაძის, ჭირნახულის, ფრანგულიანის და ღლონტის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების, ნავთლუღის, იუნკერთა, ჰოლბრუკის და სადგერის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, შუამთის და გოკიელის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიშაშვილის, გორგასლის, ფირდოუსის და დიდი ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თარხნიშვილის, ტატიშვილის, ბარნოვის, ყაზბეგის, ერისთავი-ხოშტარიას, ზანდუკელის, მაჭავარიანის, მილორავას, შანიძის, ჯანაშიას, გუდაურის, ბელინსკის, გოგებაშვილის, ჭოველიძის და გუნიას ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანულას, ჯანჯღავას, კაჭარავას, გლინკას, ანდრონიკაშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, სარაჯიშვილის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, კრუპსკაიას, ლაზოს და ჭედიას ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აცხადებენ „თელასში“.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«მე არანაირ შტურმს არ ვაწყობდი…თუ საჭირო გახდება და თუ ქვეყანა მოითხოვს კიდევ გავალ»-18 წლის მაკო გომურმა 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა (ვიდეო)

დაეხმარე მოძმე უკრაინელებს, გახდი უანგარო დონორი

«ბიჭია დაღუპული, რომელსაც დედა არ ჰყავს, მამა არ ჰყავს»-ტყიბულის შახტში დაშავებულის ოჯახსის წევრი

დატოვე კომენტარი