განცხადებები

დროა, პრეზიდენტმა საკუთარი პასუხისმგებლობა გაითავისოს და გვარამიასთან დაკავშირებით შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს- ხატია დეკანოიძე

ახლა დროა, პრეზიდენტმა საკუთარი პასუხისმგებლობა გაითავისოს, გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი და გვარამიას თავისუფლებისთვის გადადგას ეს ნაბიჯი. ნიკა გვარამიას თავისუფლება უნდა იყოს შესრულებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოძემ განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადა, მიმართვის შემთხვევაში, პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას მიმართ შეწყალების მექანიზმი უნდა გამოიყენოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ნიკას დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, მინდა, საქართველოს პრეზიდენტს ღიად მოვუწოდო – საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და მიმართვის შემთხვევაში, ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. მიმართვის ფორმას ჩვენ მოვიფიქრებთ. ეს არ ეხება მხოლოდ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ შეხედულებებს, ეს ეხება საქართველოს ევროპული მომავალს, ინტეგრაციას, თორემ ნიკა გვარამია თავისუფალია. მან აჩვენა გამორჩეული მხნეობის მაგალითი. ახლა ჩვენ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ის მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს პასუხისმგებლობის აღებისკენ, ახლა დროა, მან საკუთარი პასუხისმგებლობა გაითავისოს, გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი და გვარამიას თავისუფლებისთვის გადადგას ეს ნაბიჯი. ნიკა გვარამიას თავისუფლება უნდა იყოს შესრულებული“, – განაცხადა დეკანოიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«რუსთავი 2″ უკანონოდ წაართვეს მესაკუთრეს და ის უნდა დაუბრუნდეს მის მფლობელებს»-ირაკლი კობახიძე(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

არ დავნებდებით ისლამისტური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში-ემანუელ მაკრონი

«ასე მივიდა ივანიშვილი გასაოცარი დემოკრატობიდან ასლან აბაშიძემდე»-ირაკლი ოქრუაშვილი

დატოვე კომენტარი