მსოფლიოში

დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლი, ივანა ტრამპი გარდაიცვალა

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლი ივანა ტრამპი გარდაიცვალა, — ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 73 წლის ივანა ტრამპი ნიუ იორკში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ივანა დონალდ ტრამპის პირველი ცოლი იყო და მასთან სამი საერთო შვილი ჰყავს: დონალდ ტრამპ უმცროსი, ივანკა და ერიკ ტრამპები.

დონალდ ტრამპი და ივანა ერთმანეთს 1992 წელს დაშორდნენ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ანგელა მერკელის პარტიას ახალი თავჯდომარე ჰყავს

აზერბაიჯანი კორონავირუსთან ბრძოლაში

სანამ ძველი თვითმფრინავები ეცემა რუსეთს, აშშ-მა ახალი სტრატეგიული ბირთვული ბომბდამშენი წარადგინა

დატოვე კომენტარი