კრიმინალისიახლენი

დიდ ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვის აგენტი მოწამლეს

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბურიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, 66 წლის სერგეი სკრიპალი შვილთან, 33 წლის იულიასთან ერთად, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც, ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს და რეანიმაციაში მოათავსეს… თავდაპირველი ვერსიით, ისინი სავაჭრო ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შედეგად მოიწამლნენ, თუმცა, შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ ისინი მიზანმიმართულად მოწამლეს. სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მამა-შვილი უცნობი ნივთიერებით მოწამლეს, თუმცა ტოქსიკოლოგიური კვლევის პასუხები უახლოეს დღეებში იქნება. არადა, როგორც BBC წერს, შესაძლოა, ამ ფაქტის შემდეგ, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური კრიზისი გამწვავდეს.

მსგავსი პოსტები

22 მარტს სარფის საბაჟო გავმშვებ პუნქტზე მიმოსვლა შეფერხდება

სინოფტიკოსები 25 სექტემბერს ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ

თურქეთში ხანძარს ებრძვიან (VIDEO)

დატოვე კომენტარი