განცხადებები

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში თბს ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:

«დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლების — მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ საბანკო მოქმედებებს ეხება.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გაჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. ეს აუცილებელია ქართული საბანკო სექტორისთვის, ამ სფეროში მრავალმხრივი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის,» — ნათქვამია განცხადებაში.

The UK is closely watching developments related to the criminal charges the Georgian Prosecutor’s Office has made against TBC co-founders Mamuka Khazaradze and Badri Japaridze, relating to allegations regarding transactions from some years ago.

It is critical that this case is handled in an impartial and transparent manner. This is crucial for Georgia’s banking sector and its ability to attract foreign investment from diverse range of sources, in support of Georgia’s inclusive economic growth.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები-ზურა ჯაფარიძე

«შეწყდეს ყოველგვარი საგამოცდო პროცესი და განახლდეს ის მაშინ როდესაც იქნება კონდიციონერები»

ნიკა მელიასთვის ფულის შეგროვების ინიციატივით დავით ჭიჭინაძე გამოდის

დატოვე კომენტარი