პროტესტი

«დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ»

«დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ», — სამოქალქო მოძრაობა ხვალ, 16 დეკემბერს, 12 საათზე, საკრებულოსთან აქციას გამართავს. აქციის მოთხოვნაა, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს «პროვოკატორები», «იდიოტები» უწოდა და აგინა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების აღშფოთებულ ნაწილს «ღრმა ფსიქიკური აშლილობის» დიაგნოზი დაუსვა და თქვა, რომ «ვინც იგნორირებას უკეთებს დასავლეთის რჩევას, ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან, პროვოკატორად და ქვეყნის მტრად» მიაჩნია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დაკავებები ავსტრალიაში

პრემიერის პასუხი ჟურნალისტთა მოთხოვნეზე

ხვალ რესტორნები მიწოდების სერვისს გათიშავენ

დატოვე კომენტარი