პოლიტიკა

დასრულდა ოპოზიციური პარტიების მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა

რამდენიმე საათის წინ დამთავრდა ოპოზიციური პარტიებისსაკონსულტაციო შეხვედრა ლეიბორისტული პარტიის ოფისში. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვაშაძემ განაცხადა: «მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროცესი გრძელდება. ოპოზიციას აქვს ერთიანი სამოქმედო გეგმა. ჩვენ პარლამენტის პიკეტირებებს გავაგრძელებთ. იმის შესაბამისად, რა დღის წესრიგიც იქნება პარლამენტში, დიდი მასშტაბური აქციის თარიღი კვირის ბოლოს დაანონსდება. პარასკევს გვექნება იმ კანონპროექტის პრეზენტაციას, რომელსაც ჩიხიდან გამოსავლად ვთავაზობთ”, სხდომის დასრულების შემდეგ ასევე ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი ერთიანი ნაციონალური მოძრობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩამავამ: “არსებობს სრული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გაგრძელდეს პროტესტი მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. ოპოზიციის ამგვარი ერთიანობა არის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიიდ საფრთხე და თავისტკივილი. ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ერთიანობას, რათა ასეთი პრინციპულობით მივაღწიოთ იმ დანაპირების შესრულებას, რაც მისცა ქართველ ხალხს. ჩვენი შეხვედრის მიზანია, რომ გავაგრძელოთ ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა, ერთად, ერთის წინააღმდეგ, მანამ, სანამ არ შევასრულებინებთ ივანიშვილს იმ დანაპირებს, რაც გასცა. ნებისმიერი მცდელობა, რომ პარლამენტში ჩაატარონ პლენარული სხდომა იქნება ძალიან დიდი დისკომფორტის შემცველი თითოეული ქართული ოცნების დეპუტატისთვის. ხვალინდელი სხდომა შეშინებულებმა გადადეს, თუმცა შეიძლება ზეგ ან მასზეგ ჰქონდეთ კვლავ მცდელობა, რომ ჩაატარონ, რა თქმა უნდა, იქნება პიკეტირება, იქნება პროტესტი. არ ვცვლით მოთხოვნებს, ჩვენ ვართ ძალიან პრინციპულები, ძალიან თანმიმდევრულები. როგორც წესი, პლენარულ კვირაში ოთხშაბათი დღე არის სასესიო, მაგრამ შეშინებულმა ხელისუფლებამ ხვალინდელი პლენარული სხდომა გადადო. შეიძლება ჰქონდეთ მცდელობა, რომ ჩაატარონ ხუთშაბათს. მაშინ, ხუთშაბათს იქნება პიკეტირება, თუ პარასკევს ჩაატარებენ, პარასკევს იქნება, თუ მომავალ კვირას- მომავალ კვირას იქნება. იქნება მუდმივი დისკომფორტი ქართული ოცნებისთვის მანამ, სანამ არ შეასრულებენ დანაპირებს. ”

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება

«ეს იქნება პლუს ერთი პოლიტიკური პატიმარი საქართველოს მართლმსაჯულებისთვის»-მეუფე პეტრე ნიკა გვარამიას შესაძლო დაპატიმრებაზე

რატომ არ დააკისრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა თეა წულუკიანს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

დატოვე კომენტარი