პოლიტიკა

დასავლური პლატფორმის არასამთავრობო ორგანიზაციები საოკუპაციო ზოლზე იმყოფებოდნენ (ვიდეო)

დასავლური პლატფორმის არასამთავრობო ორგანიზაციები, «ანტისაოკუპაციო» მოძრაობის წევრები და მათ შორის «ახალგაზრდა ინტელექტუალები-ლაზარე» საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად  საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.

მათ დაათვალიერეს ის ადგილი ხურვალეთში, საიდანაც 29 სექტემბერს მაია ოთინაშვილი გაიტაცეს.

„უდანაშაულო ქალი რუსებმა საკუთარი ეზოდან გაიტაცეს და ციხეში ჩასვეს. დამწუხრებული და გაბრაზებული ვარ აქ შექმნილი ვითარების გამო. დღეს სამოქალაქო საზოგადოების წევრების აქ იმისთვის იმყოფებიან, რომ ოკუპანტებს დაანახონ — მსგავსი ქმედებები უკვალოდ არ ჩაივლის, რომ ეს საქართველოს მიწაა. ვთვლი, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტი ვალდებულება უნდა აიღოს საკუთარი მოქალაქეების დაცვის კუთხით და განაცხადოს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნებს,“-განაცხადა  ლორეტა ჰერინგტონმა.

https://www.facebook.com/paqtebi.ge/videos/1901511659945175/?modal=admin_todo_tour

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ქართულმა ოცნებამ პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა

რა გადაწყვეტილებები მიიღო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ

ბახტაძე: ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების შეძენა პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს ერთ ლარად შეეძლებათ

დატოვე კომენტარი