განცხადებები

«დარწმუნებული იყავით, რომ მომავალ 3-4 დღეში ჩვენ კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები»

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით  საქართველოში მომავალ დღეებში  კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები კიდევ იქნებიან.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, სტანდარტია, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში ტესტმა კორონავირუსზე ორჯერ უნდააჩვენოს უარყოფითი შედეგი.

«იცით, სტანდარტი რაც არის მოქალაქეთა გაწერასთან დაკავშირებით, რომ 24-საათში ზედიზედ ორჯერ „პისიარ“ ტესტი, ანუ კორონავირუსზე ტესტი უნდა ჰქონდეს უარყოფითი. მე ზუსტად არ მინდა, რომ შევცდე, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მომავალ 3-4 დღეში ჩვენ კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები»- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

კარლ ჰალცელის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით

«2021 წელს ჩვენ შევიძენთ საბრძოლო დრონებს-ირაკლი ღარიბაშვილი

roma sajaia

«აკრძალვა — ეს ადამიანის ყველაზე დიდი თავისუფლებაა «-რუსი დეპუტატი

დატოვე კომენტარი