კრიმინალი

დაკავებიდან თითქმის 15 საათის შემდეგ, სოსო გოგაშვილი ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი საკუთარი სახლიდან ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს. მისი იზოლატორში გადაყვანა დაკავებიდან თითქმის 15 საათის შემდეგ მოხდა.

რა მუხლით მოხდა გოგაშვილის დაკავება, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ძალოვან უწყებებს არ გაუკეთებიათ.

სუს-ის პრესსამსახურში მხოლოდ ის თქვეს, რომ საქმე სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას ეხება.

«ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმდინარე და არა ახალ სისხლის სამართლის საქმეზე. საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საჭირო გახდა მისი დაკავება», — ამბობენ სუს-ში.

ცნობისთვის, სპეცოპერაცია გოგაშვილის სახლში გვიან ღამით დაიწყო და იქ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების კადრები მისმა მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა გაავრცელა.

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც «შესაბამის ორგანიზაციას» გადასცა.

Loading…

მსგავსი პოსტები

თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

roma sajaia

მამის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

ზუგდიდში «დროას» ოფისი დააზიანეს

დატოვე კომენტარი