ოკუპაცია/დევნილებიპუბლიკაციები

– დაიჩოქე და შეაგინე ქართველებს! – არასოდეს ცხოვრებაში! – იყო სოხუმის მერის პასუხი(ვიდეო)

გურამ გაბისკირია

დაბადების თარიღი – 2 მარტი, 1947 წ. ქ. სოხუმი.
გარდაცვალების – 27 სექტემბერი, 1993 წ. ქ. სოხუმი.
უმაღლესი განათლება, სოხუმის „ცხუმის“ დამაარსებელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.
ქ. სოხუმის მერი – 1992 წლიდან.
აფხაზეთის ა. რ. თავდაცვის საბჭოს წევრი, სამხედრო წოდება პოლკოვნიკი.

დაიღუპა ქ. სოხუმის აღების დღეს. მტერმა შეიპყრო მინისტრთა საბჭოს შენობაში.
სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ვახტანგ გორგასალის I ხარისხის ორდენი.

გურამ გაბისკირია აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციების განხორციელებაში, როგორც ქ. სოხუმის მერი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრი. საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის 1993 წლის 15 მაისის ბრძანება N18 საფუძველზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრებისა და რაიონების გამგეობის თავმჯდომარეებისათვის სამხედრო წოდება «პოლკოვნიკი»-ს მინიჭების შესახებ,
გურამ ნიკოლოზის ძე გაბისკირიას მინიჭებული ჰქონდა სამხედრო წოდება -პოლკოვნიკი.

აფხაზეთის ა.რ. თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის – ჟ. შარტავასთან ერთად გაბისკირია გ. ნ. ტყვედ იქნა აყვანილი აფხაზი სეპარატისტების მიერ. მისი თავდადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებისას, აფხაზეთის რეგიონში და გმირული მოქმედება ტყვეობაში აყვანის დროს სახალხოდ ცნობილია.

– დაიჩოქე და შეაგინე ქართველებს! – მიმართა გადამთიელმა ჟიული შარტავასთან ერთად დატყვევებულ მის თანამებრძოლს, სოხუმის მერს – გურამ გაბისკირიას.
– არასოდეს ცხოვრებაში! – იყო მერის პასუხი. მას მერე, იგი არავის უნახავს.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

გიორგი ბოტკოველის 10 კითხვა ხელისუფლებას

შვილი

«მოყვარეები მიშას დავით აღმაშენებელს ადარებენ, რაც მისი მტრების უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს. შევადაროთ ემოციების გარეშე …»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი