კრიმინალი

დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეუფარდეს

დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები მიაწოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

8 სექტემბერს რამიშვილმა ფოტოები გაასაჯაროვა მტკიცებით, რომ მასზე სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო აღბეჭდილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 და 20 ივლისს არ იდგა იქ, სადაც 22 ივლისს აღმოაჩინეს.

დავით ფურცხვანიძე 26 სექტემბერს დააკავეს. მას მტკიცებულებების ფალსიფიკაციია და პირადი მოტივით მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ონლაინ ტოტალიზატორიდან ბარათის მომხმარებელთა თანხის უნებართვოდან გამოყენების ფაქტზე 5 პირი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლები ნარკოტიკების უკანონო შენახვა გასაღების ფაქტზე დააკავეს

ნავალნი მოწამლული იყო — Charite Hospital

დატოვე კომენტარი