პროტესტი

დავით კირკიტაძეს ბრალი წარუდგინეს

ნაციონალური მოძრაობის» წევრს, დეპუტატს დავით კირკიტაძეს რუსთავის პოლიციის განყოფილებაში ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

დავით კირკიტაძის განცხადებით, ის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება, რადგან ბრალი არის აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული და სასაცილო.

«ამ ბრალს არაფრის ფასი არ აქვს. ერთადერთი, რაც ამ ტექსტში, ამ ფურცლებზე, რომლებიც «ქართულმა ოცნებამ» ამომიბეჭდა წერია ღირებული, ეს დავწერე მე — «თავისუფლება მიშას», დანარჩენი არის აბსურდი და სასაცილო. პროკურატურა რას ითხოვს ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მცხოვრებლები. ჩვენ მათ თხოვნას ვუპასუხებთ ადეკვატურად და «ქართული ოცნება» პასუხობს პროკურატურით, პოლიტიკური სასამართლოთი და პოლიტიკური პოლიციით», — განაცხადა კირკიტაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

მთავარი არხის ოფიციალური განცხადება

მასობრივი საპროტესტო აქციები მექსიკაში

ვინ არის გოგონა, რომელმაც რუსული პასპორტი საჯაროდ დაწვა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი