განცხადებები

«დავით- გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო. მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ!»-მეუფე ზენონი

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:

«დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთა კომპლექსი არის საქართველოს 15 საუკუნოვანი სასულიერო- საგანმანათლებლო, სახელმწიფოებრივი და კულტურული ყოფის ბალავარი, დედაბოძი, წარსული დიდების, ღვაწლის შეუვალი მთხრობელი. ხვალინდელი დღის იმედი და მომავალი. ეს არის საქართველოს, ქართველი ერის ისტორია!!!
საკმარისია, 1921 წელს დატრიალებული ეროვნული ტრაგედია, რომელიც ბოლშევიკურმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას, როდესაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ყოვლად უსამართლო გასხვისება,
ქართული სახელმწიფოს და მისი ერის ნასისხლარი, ნაცრემლები მიწის ჩეხვა და თელვა.
დავით- გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო. მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ!

“ ეგრე არ არის თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო” — წერს მთავარეპისკოპოსი ზენონი ( იარაჯული).

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«პროგრესი გვაქვს ძალიან კარგი…»კობახიძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა

roma sajaia

«მაკკეინმა ასეთი რაღაც მითხრა, მიშა, მთავარი რაც არის — მოიქეცი, როგორც ჩერჩილი»

«ჩემს შვილებსა და ცოლს, ვინც ჩემთან ერთად არის, გადაწყვეტთ, რომ იძალადოთ ფეხებს დაგიხვრიტავთ»-გვარამია

დატოვე კომენტარი