განცხადებები

დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ იწყებს

«პირველ არხთან» საუბრისას ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“  ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას დაიწყებენ.

«აუცილებელია დავიწყოთ სამშვიდობო პატრულირება, მაგალითად, კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ, რადგან არანაირი მოდუნების დრო არ არის. ქვები, რომლებიც ბილიკზე დააწყვეს, ამით ცდილობენ, რომ ერთგვარი ზეწოლა მოახდინონ ჩვენზე. აშკარად განწყობილები არიან, რომ წაგვართვან ეს ტერიტორია, მაგრამ ამის დათმობას ნამდვილად არ ვაპირებთ ჩვენ, ეს უნდა იცოდეს ჩვენმა ხელისუფლებამაც და აზერბაიჯანის ხელისუფლებამაც. აქ არის პატარა ბილიკი, სადაო, საიდანაც კელიებთან და ტაძრებთან ხდება დაკავშირება, ის, რომ ამ ბილიკზე დავდივართ, არის ჩვენი საზოგადოების მინი გამარჯვება. დღესაც ხედავთ რომ რამდენი ადამიანია აქ ჩამოსული», — განაცხადა დავით ქაცარავამ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«პარლამენტარის ჯგუფური სექსი…პოლიციის თანდასწრებით მოხდა ამის გახსნა»-მათიკაშვილი

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო აშშ-სა და მოკავშირეების მიერ სირიის დაბომბვას გმობს

როდის დატოვებს უმრავლესობას გია ჟორჟოლიანი?

დატოვე კომენტარი