პუბლიკაციები

«დავამარცხოთ გადამგდები ,,ოცნება» და მალე ბევრი თქვენგანიც გავუშვათ პენსიაში»

ხანდახან მგონია, რომ ,,ქართული ოცნების» გარდა ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც ჩასაფრებულ პოზიციაშია სააკაშვილის წინააღმდეგ, მე ვფიქრობ მათი ნაწილი ხელისუფლების ფარული განშტოებაა, მეორე ნაწილი კი კომპლექსების და ამბიციების მიქსით გაბრუებული ,,ძალები».
ის რაც სააკაშვილმა განაცხადა, მართალი გითხრათ არ მესიამოვნა, არ ღირდა ახლა, რადგან ჩვენთან არ არის შემდგარი პოლიტიკური კლასი, სადაც პოლიტიკას ქმნიან პოლიტიკოსები და ფაქტი სახეზეა, ვერც გაიგეს შინაარსი. ისე ერთი რამ ნამდვილი თქვა, მეც როგორც სააკაშვილი ბევრ მოკეკლუცე პოლიტიკანს ვერ გენდობით ისევ სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისით, თორემ მეტს თქვენ ვერაფერს ვერ დაუშავებთ ვერც ქართულ პოლიტიკას და ვერც ქვეყანას, ლუსტრირებული ხართ.
ი.გ. რომ ერთიანი სიის ფორმირება არ მოხდა და ბევრი ოპოზიციური პარტია ასპარეზობთ ცალ-ცალკე, თქვენივე ნომრის ქვეშ, არ მესმის რატომ გიკვირთ, რომ რომელიმე პარტიული სუბიექტი თავის გუნდზე აკეთებს აქცენტს ?! თქვენ იგივეს არ აკეთებთ ?! დაფიქრდით, ვიდრე აილესავთ ჟანგიან კბილებს.
და ბოლოს, მიმაჩნია, რომ 2020 არის უკანასკნელი საარჩევნო თარიღი, სადაც საზოგადოება ხედავს მარგინალებით და ოდიოზებით სავსე პოლიტიკანებს სახელისუფლებო და ოპოზიციური სპექტრიდან…
ნუ გაცხარდებით, მე თავისუფალი კაცი ვარ, რასაც ვფიქრობ ვამბობ იმას, მითუმეტეს ახლა, როცა არ წარმოვადგენ არცერთ პარტიას და ერთადერთი მიზანი მაქვს, გავათავისუფლოთ საქართველო რუსეთისგან, დავამარცხოთ გადამგდები ,,ოცნება» და მალე ბევრი თქვენგანიც გავუშვათ პენსიაში!
ირაკლი ღლონტი, რეფორმატორები

Loading…

მსგავსი პოსტები

არტემი ტროიცკი: როგორ ვესტუმრე საქართველოს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

არაფერია ახალი მზის ქვეშ, ანუ თევზი თავიდან ყარს

Joni Kvaracxelia

უპასუხისმგებლობით გამოწვეული ბუმერანგის პასუხი!!!

დატოვე კომენტარი