სხვადასხვა

«დადუმებული საბავშვო ბაღი და ატირებული პატარები…ჩვენო პატარა, რუსთავი გელოდება, შვილო»

ააიპ «რუსთავის საბავშვო ბაგა — ბაღების გაერთიანება»  ეს­პა­ნეთ­ში დაღუპული ბავ­შვის, ანა იშხნე­ლის შე­სა­ხებ სოციალურ ქსელში  წერს.

«ძალიან ძნელია დაწერო რამე, როცა თავად ხარ ჭირისუფალი, როცა ყველაზე მძიმე ომს აგებ — ომს სიკვდილთან და მეორე ნაპირზე შენი პატარა რჩება…ძნელია, იპოვო სიტყვები სხვებისთვის, როცა მათ აზრი და ძალა აქვს დაკარგული, ანუგეშო შენი მეგობარი, როცა ხელი და ხმა გიკანკალებს…გზაფრავს უჩვეულოდ დადუმებული საბავშვო ბაღი და ატირებული პატარები, მათთვის რაღაც უცნობი და უსაშველოდ დიდით შეშინებულები…ასგზის ძნელია, როცა ჭირისუფალი შენი მეგობარია, მთელი ქალაქისთვის საყვარელი კაცი — დათო იშხნელი…
უნდა წამოვდგეთ, უნდა შევძლოთ, უნდა დავხვდეთ.. იმ სიყვარულის დაბრუნების დროა, რასაც ეს ულამაზესი ოჯახი თესდა, იმ სიკეთის, რომელსაც არასოდეს ახმოვანებდა…
ანა იშხნელი ჩვენი შვილია!
ჩვენო პატარა, რუსთავი გელოდება, შვილო»

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

პურში ჟანგიანი «ვინტი» იპოვეს

«ხელისუფლებამ ჩაისვარა და სასწრაფოდ სჭირდებოდა ტუალეტის ქაღალდი…ტუალეტის ქაღალდად გამოგიყენეს»

roma sajaia

დატოვე კომენტარი