განცხადებები

«დაგეგმილი იყო ვაშაძის მკვლელობა და დამკვეთი იყო სააკაშვილი»-ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროკშინა „ობიექტივის“ ეთერში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„ჩვენ, ჩვენმა ქვეყანამ ავიცილეთ ძალიან სერიოზული არეულობა. დაგეგმილი იყო ვაშაძის მკვლელობა და გუშინ, ჩვენ კადრებშიც კარგად ვნახეთ, რომ მას საკმაოდ სქელი ჯავშანჟილეტი აცვია და ძალიან შეშინებულია. ზოგადად, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ეტყვიან, რომ “შენ ხარ სამიზნე”, ძალიან რთულია ამის გადატანა, თუ ის არ არის პროფესიონალი სამხედრო…

ცხადია, მკვლელობის, რადგან ამას მოჰყვებოდა არეულობა, რასაც ძალიან კარგად შეუწყობდნენ ხელს ზუსტად ის უკრაინელი ბოეივიკები, რომლებიც ჩამოსული იყვნენ და დააკავეს… სხვათაშორის, თითოეულ მათგანზე უკრაინაში სისხლის სამართლის ძალიან მძიმე დანაშაულზე აღძრულია საქმე, მათ შორის იარაღის შეძენაზე, მათ შორის ადამიანების გატაცებებზე… ამის შესახებ რამდენიმე დღით ადრე ვახტანგ მაისაიამ და ირაკლი კაკაბაძემაც გააკეთეს განცხადება და ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები მათ ინფორმაციასაც დაეყრდნენ. კარგია, რომ ამ საშინელების უგულებელყოფა მოხდა. ეს იქნებოდა ძალიან დიდი ტრაგედია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი პარტიის მხარდამჭერია სისხლის ღვრა უნდა დამთავრდეს!!!სამწუხაროა, რომ ამ რიტორიკას არ იზიარებს სააკაშვილი, რომელიც პირდაპირ სისხლის ღვრისკენ მოუწოდებს,” – განაცხადა ლალი მოროშკინამ.

მოგეხსენებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის  იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტები.ჯი

 

მსგავსი პოსტები

საბჭოთა განათლება სჯობდა დღევანდელ განათლების სისტემას-აკაკი ზოიძე

ვცდილობთ, გადავარჩინოთ “რუსთავი 2”-პაატა სალია

roma sajaia

«30 დღეში 100 კაციდან 2 კვდება…»-რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე?

roma sajaia

დატოვე კომენტარი