განცხადებები

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი ნაჯახით მოკლა-შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა მამაკაცი, რომელმაც სურამში ყოფილ ცოლს სასიკვდილო ჭრილობები ცულით მიაყენა.

«შიდა ქართლის პოლიციამ სოფელ ბუღაურაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა — დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს — 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი — ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს — ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.»-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება

გარკვეული ტიპის შეზღუდვების შემოღება საჭირო გახდება — ბიძინა კულუბეგოვი

მიხეილ სააკაშვილის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის ღია წერილი იუსტიციის მინისტრის მამას, გრიგოლ ბრეგაძეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი