პერსონასოცქსელი

«გუშინ რომ დახურეს საზღვრები მომინდა სახლში ყმუილამდე…»-იუნა შაფათავა სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს

მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, კორონავირუსის საშიშროების გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

«გუშინ რომ დახურეს საზღვრები მომინდა სახლში ყმუილამდე.
მეოთხე წელია გამოკეტილი ვარ ამერიკაში. ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, ჩემ ცხოვრებაში ერთ სივრცეში ვიქნები გამოკეტილი, არ დავიჯერებდი. ციხე ციხეა, რაგინდ დიდი და ლამაზი იყოს. ვერ ვხვდები ამდენი ხანი როგორ გავძელი და ეს ორი დღეა გული აღარ მიჩერდება აქ.
ახლა კიდევ ფრენებზე შეზღუდვა. ერთი იმედი მაქვს საიმიგრაციო არ დანებდება პანიკას და მოგვხედავს, არ შეაჩერებენ მუშაობას და გამოვიპარები რომელიმე საზღვრიდან, თავისუფალი ადამიანივით….
ისე გავმწარდი გუშინ, ღამე თბილისში ვიყავი, დამესიზმრა. ვიცოდი, რომ სულ ერთი დღით. დეასთან ერთად, რაღაც სუპერ “სვეტსკი” პონტში, ჩემი ქალღმერთის სტატუსით. არავისი სახე არ მახსოვდა, არც სახელი. და მაინც სახლში ვიყავი და მიხაროდა. იმდენად რეალური იყო, რომ ვფიქრობდი – როგორ ჩამოვფრინდი ან როგორ დავბრუნდები….ხელზე მაკოცა ვიღაც კაცმა, იმდენად რეალური იყო…იმდენად შინაური და თბილი….სახე კი არ მახსოვდა, არც სახელი.
მესმის, სენტიმენტებია, მაგრამ არსებობს ზღვარი, როცა უბრალოდ აღარ შეგიძლია, ვეღარ ძლებ და გინდა სახლში.
ძალიან ძალიან გინდა სახლში»- წერს იუნა შაფათვა სოციალურ ქსელში.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ნეტავ ეს არ წამეკითხა…»-თამარ ივერი

roma sajaia

„გამომიქვეყნეთ მეც პირადი ცხოვრების კადრები, თუ არადა აწი მევიფიქრებ რამეს»

აპირებს თუ არა თბილისის მერობისთვის ბრძოლას ზურა ჯაფარიძე

დატოვე კომენტარი