კრიმინალი

გურიაში შვილმა მამა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ავრცელებენ.

მას ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას — 1960 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ცივი იარაღის
გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

თემირლან მაჩალიკაშვილის რაიმე სახის კავშირი ტერორისტებთან არ დასტურდება

მთავარმა პროკურატურამ წინასწარ შეურჩია შალვა თათუხაშვილს თაღლითი ნეფარიძეს ბიუროს ადვოკატები

ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაძარცვეს

დატოვე კომენტარი