გურიაში სიძე-პატარძალს საწოლი და ქვეშაგები მოპარეს. სიძე იძახდა სად დავწვე ახლა მეო?!

0
1132

«გურიის მოამბის» ინფორმაციით   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში. ქორწილის დღეს რესტორნიდან დაბრუნებულ სიძე -პატარძალს არც საწოლი დახვდათ და არც ქვეშაგები.

გურიის მოამბეს ერთ-ერთი მეზობელი უყვება, რომ:

„მე სიძის მეზობლად ვცხოვრობ. ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელები, როგორც ხდება ხოლმე. დატრიალდა ოჯახი სუფრის სახლში გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არ რამე. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო. დაცარიელებული დაგხვდა სახლი. სიძე იძახდა,-სად დავწვე ახლა მეო?! მეზობლებმა დავტრიალდით მერე, ზოგმა საბანი მოვუტანეთ, ზოგმა ლეიბი და თეფში“, — აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ