კრიმინალი

გორში მამაკაცმა ბიუსჰალტერი და ტრუსები მოიპარა

გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ბიუსჰალტერი და ტრუსები მოიპარა. ბრალდებულმა რამდენიმე სახლში უკანონოდ შეაღწია.

ერთი საცხოვრებელი ბინიდან ჯ.ჯ-მ 100 დოლარიანი კუპიურა, ერთი ვარდისფერი ტრუსი, ერთი წითელი ტრუსი და ერთი შავი ფერის ბიუსტჰალტერი მოიპარა.

მეორე ბინიდან კი, მობილური ტელეფონი «ნოკია აშა 530» და სახლის ეზოდან 1 ცალი ლურჯი საცვალი.

ბრალდებულმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. კერძოდ, სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებს ჯ.ჯ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სკამი დაარტყა სხეულზე რამდენჯერმე.

აღნიშნული დანაშაულების გამო, ჯ.ჯ -ს გორის რაიონულმა სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

წყარო:რადიო მოზაიკა

Loading…

მსგავსი პოსტები

მმართველი გუნდის კორუპციის კიდევ ერთი დასტური

Joni Kvaracxelia

საგარეჯოში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში «დროას» ოფისი დააზიანეს

დატოვე კომენტარი