საინტერესო

გონება, რომელიც შურისძიებას ესწრაფვის, ანგრევს სახელმწიფოს — ნელსონ მანდელა

როცა პრეზიდენტად ამირჩიეს, ჩემს მცველებს ვუთხარი, ქალაქში გაგვესეირნა.
ცოტა ხნის მერე ერთერთ რესტორანში შევედით. ყველამ თავისი შეკვეთა მისცა ოფიციანტს. სანამ საჭმელს მოიტანდნენ რესტორანი შევათვალიერე. ჩემს წინ მაგიდასთან ერთი კაცი იჯდა და სადილს მარტო შეექცეოდა.
მე ჩვენს სუფრასთან მოვიპატიჟე. კაცი გადმოჯდა. მთელი სადილის განმავლობაში თეფშიდან თავი არ აუწევია და ხელები საშინლად უკანკალებდა.
სადილობას მორჩა, მე ხელი გავუწოდე.
თავჩაღუნულმა ნაჩქარევად ჩამომართვა და სასწრაფოდ იქაურობას გაეცალა.
— ეს კაცი ალბათ ავადაა როგორ კანკალებდა —მითხრა დაცვის წევრმა.
— არა, არ არის ავად.
— ფეხზე ძლივს იდგა, ავადაა.
— არა მეთქი- მივუგე მე.
როცა ციხეში ვიჯექი, ეს კაცი ჩემი საკნის მცველი იყო. როცა ნაწამებს შემათრევდნენ, დამაგდებდნენ და წყალს ვითხოვდი, ეს კაცი დამცინოდა და თავზე მაშარდავდა. ახლა, მე რომ პრეზიდენტი გავხდი, ჰგონია, სამაგიეროს გადავუხდი და ციხეში ამოვალპობ…
გონება, რომელიც შურისძიებას ესწრაფვის, ანგრევს სახელმწიფოს.
და გონება, რომელიც შერიგებისკენ ესწრაფვის, ერად აყალიბებს მას!

ნელსონ მანდელა

Loading…

მსგავსი პოსტები

დუბაიში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი პეიზაჟის აუზი

Joni Kvaracxelia

ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის 2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

Joni Kvaracxelia

როგორ გახდა ალბინიზმით დაავადებული გოგონა ბავშვთა სახლიდან Vogue- ს მოდელი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი