კრიმინალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ყველა პირს პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში რამდენიმე არასრულწლოვანი ფიგურირებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა. სხდომის დასრულების შემდგომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადება გააკეთა მედიისთვის: მოსამართლეს ხმა უკანკალებდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მასზე შესაძლოა განხორციელდა ფსიქოლოგიური ან სხვაგვარი ზემოქმედება. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ შერჩევითი სამართალია და ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანები უწევთ იმის მტკიცება,რომ მათ ამ ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ. რა თქმა უნდა, ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ მათ შორის ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში და დარწმუნებული ვართ, რომ სტრასბურგის სასამართლო სხვაგვარად იმსჯელებს. მე არ მაქვს იმედი, რომ თბილისის სააპელაციო კოლეგია იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. საზოგადოებისა და პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო და სამარცხვინოა ასეთ მოსამართლეებს,რომ ვხედავთ“, -განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კანონიერი ქურდები და შეკრებები. უკრაინის რადამ კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ახალი კანონი მიიღო

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამლვაში ეჭვმიტანილი პირები გამოააშკარავა

ალაბამას შტატში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

დატოვე კომენტარი