კრიმინალი

გიორგი სანაიას ტრაგიკული ამბიდან 19 წელი გავიდა

2001 წლის 26 ივლისს გიორგი სანაია თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გიორგი სანაია პოპულარული ტელეწამყვანი იყო და მისმა მკვლელობამ ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საზოგადოება ამ ფაქტს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2003 წლის 9 ივლისს სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, 32 წლის გრიგოლ ხურცილავა ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მკვლელობის ოფიციალურ მიზეზად კი პირადი მოტივი დასახელდა. აღსანიშნავია რომ 2018 წლის მარტში საქართველოს პროკურატურამ გიორგი სანაიას საქმეზე გამოძიება, განზრახ მკვლელობის მუხლით, ხელახლა დაიწყო. უწყებაში აღნიშნავდნენ რომ გამოვლინდა ახალი გარემოებები.

პროკურატურა განმარტავდა რომ შეისწავლეს პირველადი ინფორმაცია, გაესაუბრნენ მსჯავრდებულ კოტე ციხისთავს და მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრებს და საქმის ხელახლა გამოძიება გადაწყვიტეს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ფაქტი გამოავლინა

ავტოსაგზაო შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე

ენმ-ს საკრებულოს წევრის მკვლელობა-მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი