განცხადებებიპროტესტი

გიორგი რურუა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს სალომე ზურაბიშვილმა-სენატორი რიში

გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას, შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ეხმიანება. მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული ბატონ გიორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა არასდროს უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის დეპოლარიზების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა.
მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვეევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე“, — აცხადებს სენატორი რიში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«პოლიტიკოსებმა, ალბათ, უნდა იფიქრონ იმაზე, ეს ტემპერატურა დაწიონ»-მეუფე იაკობი

«რაც შეეხება „ნაცკლასტერს“ – რა არის, მაზოხისტები ხართ. სადისტები იყავით»-ვოლსკი ოპოზიციას მიმართავს

roma sajaia

«სენატორები სიამაყით იხსენებენ თუ როგორ დემოკრატიულად ჩავატარე არჩევნები და როგორ დემოკრატიულად გადავაბარე ხელისუფლება»-სააკაშვილი (ვიდეო)

დატოვე კომენტარი