ფოტო/ვიდეო

გიორგი გაბუნიამ ვლადიმერ პუტინს ისევ მიმართა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ 21 ივნისს კვლავ მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უცენზურო სიტყვებით რუსულ ენაზე. „მე ვთვლი, რომ ვარ ძალიან დიდი, სამშობლოს ერთგული ქართული არმიის ერთი რიგითი ჯარისკაცი, სიტყვის ჯარისკაცი. მე შეიძლება მომკლან. არა უშავს, ჩემს ადგილს სხვა, ჩემზე უფრო თავდადებული ჯარისკაცი დაიკავებს… მესროლეთ, თუ სწორად დამიზნებას შეძლებთ. თქვენი ტყვიის მე არ მეშინია. მე ვაგრძელებ ბრძოლას ჩემს მეგობრებთან ერთად და მე ვიომებ გამარჯვებამდე“, თქვა გიორგი გაბუნიამ 21 ივნისს გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“. შეგახსენებთ რომ 2019 წლის ივლისში, გიორგი გაბუნიამ, რომელიც მაშინ რუსთავი 2-ზე მუშაობდა, პირდაპირ ეთერში წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გამოხატვის მსგავს ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, პოზიციას ეთანხმებოდნენ. ამ ყველაფერს ტელევიზიასთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. ორგანიზატორები ითხოვდნენ, რომ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას არხი დაეტოვებინა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გიორგი გაბუნიას განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს. კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან «ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება», ან «რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე». რამდენიმე საათში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს «ამ ქცევის» შეფასება სთხოვა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«შენი მამა ხალხს ხვრეტდა შენ კი საქართველოს მკვლელი ხარ» — ასე მიმართეს თეა წულუკიანს (ვიდეო)

ვაკო მარჩილაშვილი უცნაური რეკორდის დამყარების მოლოდინში

Joni Kvaracxelia

პუტინმა შეურაცხყოფა მიაყენა ყაზახეთის პრეზიდენტს და მისი სახით მთელ ყაზახ ხალხს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი