განცხადებები

გვინდა მივიღოთ კანონი ამნისტიაზე 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით-იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია  7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამნისტიის კანონპროექტის  მომზადებას აანონსებს.

„გირჩს“ გვაქვს ინიციატივა და ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ვთხოვთ მხარდაჭერას. კანონპროექტს მოვამზადებთ და ორშაბათს შევიტანთ. გვინდა, რომ ისევე როგორც ახლა ვღებულობთ კანონს 20 ივნისის ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბრისა და 26 მაისთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ზუსტად იმავე სულისკვეთება, რაც არის „ქართული ოცნების“ კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით, მსგავს კანონპროექტს მოვამზადებთ ამ ორ თარიღთან დაკავშირებით. ამის მიზანია შერიგება. შარლ მიშელის შეთანხმების მიზანია შერიგება და ამ შერიგებისთვის აუცილებელია ასევე, რომ ჩვენ უფრო შორს წავიდეთ, მოვაწესრიგოთ ამავე სულისკვეთებით ისეთი თარიღები, რომელიც ასევე გვაწუხებს და ფაქტობრივად, არ გვაძლევს მოსვენებას, როგორც 20 ივნისი. ამ პროცესის დამთავრება თუ გვინდა, ყველა ასეთ თარიღთან დაკავშირებით უნდა დავამთავროთ, რომელიც რეალურად პრობლემაა ამ ქვეყნისთვის და ვერ ვაბიჯებთ»-განაცხადა  ხვიჩიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ამოღებული ნარკოტიკების ღირებულება 6 მილიონამდე ლარია

Joni Kvaracxelia

ზურაბიშვილი სალობიეში სიარულს არ დაანებებს თავს

Joni Kvaracxelia

«ივანიშვილი საყდრისითა და დავით-გარეჯით დაამახსოვრდება საქართველოს ისტორიას…»

დატოვე კომენტარი